დეილი მეილში ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი სტატია გამოჩნდა, ავტორი არანაირ მტკიცებულებას არ ეყრდნობა – ლევან ნიკოლეიშვილი

0
165

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ,,დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. სტატიაში საუბარია, რომ თითქოს და საქართველოში ბაზირებულია ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

მისი თქმით, ნაცმავნებლებს მაშველ რგოლად მოევლინათ ,,დეილი მეილში“ გამოქვეყნებული, ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი სტატია, რომელის ავტორი არანაირ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა საქართველოს და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებს შორის ამჯერადაც წარმატებით განხორციელდება

,,გასულ კვირას ევროკავშირის, სტრატკომის სპიკერმა განაცხადა,”რუსეთის პროპაგანდის მთავარი ამოცანაა ხალხი დაზაფროს ნარატივით, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები ეფექტიანად არ ებრძვიან და ვერ იცავენ მოსახლეობას კოვიდ 19-ს საფრთხისაგან.” თითქოსა და პირდაპირ მიუთითა, ნაცმავნებლებს, რომ ასე ღიად აშკარად რუსულ ნარატივს ნუ მიჰყვებითო, მიუხედავად ამისა სექტა ყოველდღიურად ეძებს, იქექება იქნებ რამე ისეთი იპოვოს, რომელიც პირად სიამოვნებას მიანიჭებს. აჰა, მგონი ეშველათ კიდეც-დეილი მეილში ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი სტატია გამოჩნდა, რომელიც თითქოს და მაშველ რგოლად მოევლინათ. ოღონდ, ნაცმავნებლებს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება კი გამორჩათ, სულ რომ თავი დავანებოთ იმას , რომ სტატიის ავტორი არანაირ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. ხოლო ნაცებს შევახსენებდი, რომ მათი პარტიის ლიდერი ჯერ კიდევ გუშინ საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც მხოლოდ კგბ-ს ნომეკლატურა თუ შეძლებდა, რუსეთის მოქალაქეობა კი საქართველოს მინისტრის რანგში მყოფს ძლივს დაატოვებინეს (ისე, რუსეთის მოქალაქეები და რუსეთზე მომუშავე ჰაკერები და მხარდაჭერები ოპომოლაპარაკების მაგიდასთან მგონი ყოველი მეორეა). გახარებულ და მოზეიმე მავნებლებსა საყურადღებოდ კი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურების საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტული თანამშრომლობის მაგალითსაც შევხსენებდი: ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული კიბერ-შეტევის შედეგად, დიდი ბრიტანეთისა და აშშ დახმარებით, როგორ მოხდა რუსეთის სპეცსამსახურების გამოვლენა. დარწმუნებული ვარ აღნიშნულ, საკითხებზე თანამშრომლობა საქართველოს და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებს შორის ამჯერადაც წარმატებით განხორციელდება“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.