პულიცერის პრემია ჩამოერთვას იმ „ყალბ ჟურნალისტებს“, რომლებმაც ჯილდო რუსეთისა და იმპიჩმენტის საკითხებზე მუშაობისთვის მიიღეს – ტრამპი

0
220

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ პულიცერის პრემია ჩამოერთვას იმ „ყალბ ჟურნალისტებს“, რომლებმაც ეს ჯილდო რუსეთისა და იმპიჩმენტის საკითხებზე მუშაობისთვის მიიღეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ არსებობს მრავალი ჟურნალისტი, რომელიც იმსახურებს ამ ჯილდოს და მას შეუძლიათ ისინი დაასახელოს.

„როდის ჩააბარებენ თავიანთ შელახულ ჯილდოებს ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც უსაფუძვლო პულიცერის პრემიები რუსეთისთვის და იმპიჩმენტის თაღლითობისთვის მიიღეს, რათა ისინი ნამდვილ ჟურნალისტებს გადასცენ. მე მათ სახელებს მოგაწვდით, ასეთი მრავალია“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.