არჩილ თალაკვაძე: ტურიზმის გახსნა უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად და საფრთხეების გათვალისწინებით

0
183

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ვინც დაიწყო ეკონომიკური შეზღუდვების გახსნა. ხელისუფლებამ მხოლოდ კრიზისული კი არა პოსტკრიზისული გეგმაც წარმოადგინა. დავიწყეთ ტურიზმით, იმიტომ, რომ ეს სფერო დაზარალდა ყველაზე მეტად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა ტურიზმის გახსნა უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად და ზომიერად, საფრთხეების სრული გათვალისწინებით.

„ჩვენ უახლოეს პერიოდში წარვადგენთ, სხვა სექტორების გახსნის გეგმებსაც. ეს არის მშენებლობა და დეველოპმენტი. ეს არის სოფლის მეურნეობა და სხვა სექტორები. რაც ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყნას მისცემს საშუალებას დაიბრუნოს ეკონომიკური აქტივობა. თუმცა ილუზია არ უნდა შევქმნათ, რომ ყველაფერი არის ძალიან მარტივად. პანდემიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. მათ შორის საქართველოს. იმიტომ რომ საქართველო არის საბაზრო ეკონომიკის და მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი“, – აღნოშნა თალაკვაძემ.