ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა

0
200

საქართველოში ბერლინიდან 180-მდე მგზავრი ჩამოვიდა, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.

„საქართველოს ავიახაზების“თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტახნის წინ დაეშვა.

კორონავირუსის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მეოთხე ჩარტერული რეისი ბერლინიდან.

8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე.