ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

0
205

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია.

ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, პაციენტები ინფექციურ დაავადებათა საავამყოფოში გადიან მკურნალობას.