ახალი პაციენტების რიცხვი თანდათან მცირდება – თენგიზ ცერცვაძე

0
216

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მცირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სულ ქვეყანაში 626 პაციენტია, ბოლო პერიოდში ახალი პაციენტების რიცხვი თანდათან მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.

„ექსპერტები ამბობდნენ, რომ აპრილის ბოლოს იქნებოდა პიკი და შემდეგ პლატო, რის შემდეგაც დაღმასვლა დაიწყებოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო და იყო პლატოსებური“, – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს მცხეთაში, სადაც სამედიცინო ცენტრში შეხვედრა გამართა.