საქართველოში ევროპის ქვეყნების ელჩები მიმართვას ავრცელებენ

0
185

„ევროპის ერთიანი გუნდი საქართველოსთვის!“ – ამ მიმართვას ევროპის 24 ელჩი საქართველოში და მისიის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

„დღეს ევროპის დღეა. ვიხსენებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც, 70 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, დეკლარაცია წარმოადგინა. დეკლარაცია ევროპის კონტინენტზე ომის ლოგიკის დასრულებისა და მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპულ ერებს შორის თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. ეს ხედვა 70 წლის შემდეგ იქცა მშვიდობიან და წარმატებულ ევროკავშირად, რომელიც 27 სახელმწიფოსა და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს.

სიამაყით ვუზიარებთ ამ სოლიდარობის სულისკვეთებას ჩვენს ახლო პარტნიორს, საქართველოს, განსაკუთრებით დღევანდელი კრიზის დროს.

ევროპის დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის და უფრო მტკიცე ურთიერთობებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ჩვენ ვართ ,,ევროპის გუნდი“ საქართველოში და დღეს ევროპის დღეა“ – ამბობენ ევროპელი დიპლომატები ვიდეომიმართვაში.