პოლონეთის მთავრობის სახაზინო ფონდმა „სოლიდარობის ფონდი PL საქართველო“ ბოლნისის მუნიციპალიტეტს პანდემიის დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური საშუალებები გადასცა

0
192

პოლონეთის მთავრობის სახაზინო ფონდმასოლიდარობის ფონდი PL საქართველო“, კორონა ვირუსის პანდემიის დროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა. ფონდმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, მუნიციპალიტეტს, მოხალისეებისა და მეწარმეებისთვის, სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები გადასცა.

სპეციალური დაცვის საშუალებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანს, მარნეულის ბლოკპოსტთანსოლიდარობის ფონდის PL საქართველოსდირექტორმა იუსტინა კუცუკიმ გადასცა.