საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე

0
206

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება თავად ეპარქიაში უნდა მიიღონ. ასე უპასუხა ანდრია ჯაღმაიძემ დასმულ კითხვას, მიიღო თუ არა საპატრიარქომ რაიმე გადაწყვეტილება ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდართან დაკავშირებით. ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქო ამ საკითხში ვერ ჩაერევა.

„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.