პოლიტპატიმრებს აუცილებლად გავათავისუფლებთ და ეს მოხდება არჩევნებამდე – სალომე სამადაშვილი

0
230

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება შეასრულოს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ამ თემის განვრცობას არ აპირებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ საკითხზე წერტილი დასმულია.

გახარიას ამ პოზიციას პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან.

“როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი. პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გავათავისუფლებთ, ეს მოხდება ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ.

გახარიას კი მინდა ვუთხრა – მისთვის და მისი პოლიტიკური პატრონისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სჯობს, რომ ეს გათავისუფლება მოხდეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.