მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

0
189

მსოფლიოში კორონავირუსით ამ დროისთვის 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია worldmeters-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 4 016 000 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ვირუსს საერთო ჯამში 276 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1.3 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. აშშ-ის შემდეგ კორონავირუსმა ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნები – იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი დააზარალა.