სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

0
232

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შედეგად, ქვეყანაში ვირუსს უკვე 44 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა ოდენობამ 2 000-ს მიაღწია. კორონავირუსისგან უკვე განიკურნა 1 267 ინფიცირებული.