საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
186

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 297 მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ათი პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი.