ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

0
227

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც დაგეგმილი და დაწყებული იყო კორონავირუსის გავრცელებამდე.

სოფელ ქვაციხეში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობის  პროცესი  დღეს  ჭიათურის მერმა დაათვალიერა. გივი მოდებაძე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

50 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ახალი ბაღი სამი სოფლისქვაციხის, საკურწისა და ბიღის აღსაზრდელებს მოემსახურება.

მშენებლობა 2020 წლის ოქტომბრამდე დასრულდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 419 320 ლარს შეადგენს.

დღესვე  ჭიათურის მერმა სოფელ საკურწეში შიდა საუბნო გზის დასრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. სოფელში ეკლესიამდე  მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მობეტონდა 1000 კვადრატული მეტრი.

პროექტის  განსახორციელებლად 48 000 ლარი დაიხარჯა.