იტალიაში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

0
168

იტალია, აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ, მესამე ქვეყანა გახდა, სადაც „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 243 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირეა. გუშინ იტალიაში „კოვიდ 19“-ით 274 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, 21 თებერვლიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ 19“-ით 30 201 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში, ჯამში „კოვიდ 19“-ით 217 185 ადამიანი დაინფიცირდა.