გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილზე – ფორმალური თვალსაზრისით ეს პოსტი ტექნიკურია

0
150

„როგორც არ უნდა გაგრძელდეს სააკაშვილის უკრაინული ცხოვრება, მისი როლი და გავლენა ქართულ პოლიტიკაზე სრულიად მინიმიზირებულია – აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ფორმალური თვალსაზრისით ეს პოსტი სრულიად ტექნიკურია.

„რეფორმების საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი და მოიცავს ყველა საკვანძო უწყების წარმომადგენელს, აქვს თავისი საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე და მოადგილე პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებულებით გუშინ განისაზღვრა. ფორმალური თვალსაზრისით ეს პოსტი სრულიად ტექნიკურია. შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავისი ბიუროკრატიული უფლებამოსილებების პოლიტიკური შინაარსით გამდიდრებას, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც იგი სამუშაო პროცესში ჩაერთვება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა გაგრძელდეს სააკაშვილის უკრაინული ცხოვრება, მისი როლი და გავლენა ქართულ პოლიტიკაზე სრულიად მინიმიზირებულია”,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.