დონალდ ტუსკი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტად აირჩიეს

0
239

დონალდ ტუსკი “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან ხმების 93% მიიღო, რითაც აღნიშნულ პოსტზე ჯოზეფ დოული შეცვალა.

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი დეკემბრიდან შეუდგება. სწორედ ამ დროს მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ვადა ამოეწურება.

ცნობისთვის, დონალდ ტუსკი ორჯერ იყო არჩეული პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. 2014 წლიდან მოყოლებული, ტუსკი ასევე ორჯერ გახდა ევროსაბჭოს პრეზიდენტი.