გიორგი გახარია – მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ გამოწვევებს გავცეთ შესაბამისი პასუხი

0
183

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ გამოწვევებს გავცეთ შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე, რომელიც არის ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები.

„არაერთხელ ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში და იწვევს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ეს გახლავთ ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.