რვა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია -მარინა ეზუგბაია

0
190

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყაროები ცნობილია.

„რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან აბსოლუტურას ყველას წყარო ცნობილია. არსებული წყაროდან არის. უბრალოდ ოთხი კარანტინის სივრციდან არის. დანარჩენი კონტაქტები არიან“,- დასძინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 323 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ დილას, ამ დროისთვის, როგორც იცით, 615 დადასტურებული შემთხვევა იყო ქვეყანაში. დაგვემატა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 623. გამოჯანმრთელებულები გუშინ იყო 275, დაგვემატა 13 და გვყავს 288. თუ ამ მონაცემებს ერთმანეთთან შევაჯერებთ და გამოვიანგარიშებთ, ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდცენტრებში 323 პაციენტი მკურნალობს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შემთხვევა არ დამატებია და ამჟამად 44 დადასტურებული პაციენტი ჰყავთ.