საგარეჯოში მცხოვრებ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
220

კორონავირუსი დაუდასტურდა საგარეჯოს რაიონში მცხოვრებ ქალს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში ექთანად მუშაობს.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ექთანს კორონავირუსი PCR-ტესტით დაუდგინდა. ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მოძიებულია მისი ყველა კონტაქტი და ცნობილია სავარაუდო ინფიცირების წყაროც.

„ყველა კონტაქტი მოძიებულია. არ ჰქონდა ბევრი კონტაქტი. გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება.

ბოჭორიშვილში მუშაობდა ექთანად და, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, იქ დაინფიცირდა.

(კახეთი „მწვანე ზონად“ დარჩება) თუ მისი კონტაქტებიდან ვირუსი კახეთში არავის არ აღმოაჩნდა, ეს ქალბატონიც უსიმპტომოა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.