შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი თქვი – ამირან გამყრელიძე

0
196

ჩვენმა მოწოდებებმა, ზოჯერ ცოტა მკაცრმა, შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი თქვი, მაგრამ ამან დიდი როლი ითამაშა, დღესასწაულებზე და შემდეგ კვირაშიც დიდი შეკრებები არ გქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მათი დამყოლობა იყო საკმაოდ კარგი და ამან მოგვცა ის, რომ ჩვენ დავრჩით ასეულების ფარგლებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.