„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ჩხოროწყუში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

0
155

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ, ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

აქციაში მერიის, საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

სისხლის უანგარო დონაციის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი – დავით გოგუა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე – ჯანო პერტაია გაეცნენ.

ჩხოროწყუს მერის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლს 70-მდე პირი გაიღებს.

ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

პროექტს კორპორაცია “ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული მედიკოსები, ასევე, უანგაროდ იღებენ მონაწილეობას.