ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა – მარინა ენდელაძე

0
193

გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება – ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „postv“-ის ეთერში განაცხადა.

„საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა“, – განაცხადა მარიან ენდელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის 2 თვე ექიმებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო.

​ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნება იმის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით“, – აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.