თორნიკე რიჟვაძე: ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგენს ტურიზმის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამას

0
174

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ბევრი სასტუმრო,  ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად შეღავათებით ისარგებლებს.

„საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ტურიზმის ხელშეწყობის გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად, ძალიან ბევრი სასტუმრო, განთავსების ობიექტი, მათ შორის აჭარაში ისარგებლებს ამ შეღავათებით. ეს არის მიზნობრივი მხარდაჭერის, დახმარების პროგრამა და დარწმუნებული ვართ, ის კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს უკვე 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის აღდგენას და შემდეგ უკვე პირველი ივლისისთვის საერთაშორისო ვიზიტორების, მოგზაურების მიღებას,  საშუალებას მისცემს ჩვენს ტურიზმის ინდუსტრიას, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში შეძლონ, მათ მიიღონ უკვე ტურისტები და მიიღონ შემოსავლები, რომელიც მნიშვნელოვანია მათი სწორი, მდგრადი განვითარებისთვის “, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით სანაპიროებზე სოციალური დისტანცირების საკითხზე ზედამხეველობა მოხდება.

„ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება ზოგადად დისტანცირებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან ამის დაცვას და რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ნაწილში, რბილი ზედამხედველობის ნაწილში ამას დავაკვირდებით“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.