თამთა მეგრელიშვილი: ვინც ამ ბრძოლაში ხელის შეშლისა და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მეტს არაფერს აკეთებთ, არჩევნების დროს მიღებულ შედეგებზე პრეტენზია არ გქონდეთ

0
179

მშვიდობიანად ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღემდე და მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 15 ივნისიდან ქვეყანა იწყებს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ხოლო 1 ივლისს უცხოელი ტურისტის მიღებას,- იურისტი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება.

იურისტის თქმით, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ საქართველო სამაგალითოდ უმკლავდება ეპიდ – გამოწვევას და ამ ფონზე გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში.

თამთა მეგრელიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში იმ ნაბიჯების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც ეპიდ – ომის დროს გადაიდგა.

,,2019 წლის მონაცემებით საქართველოს 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ხოლო სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა გრძელდებოდა 2020 წლის იანვარ-თებერვალშიც, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოში პირველად დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ პროცესის უწყვეტობაც დაირღვა. ეპიდ – ომის დროს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მრავალმხრივი მნიშვნელობისაა – სასტუმროების საკარანტინო ზონებად გამოყოფით ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციასთან ერთად, დიდი დახმარება გაუწია სასტუმროების ბიზნესს და ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა ანაზღაურებადი სამსახური; ხელისუფლებამ ტურიზმის სექტორის დასაცავად გადაავადა ქონების და საშემოსავლო გადასახადი; მცირე სასტუმროებს საბანკო სესხის პროცენტი 6 თვის მანძილზე დაუსუბსიდირა და დაეხმარა კომერციული სესხების რესტრუქტურიზაციაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშიც ხელისუფლებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია ამ სექტორის კომპანიებზე და დასაქმებულებზე ზრუნვა- მათთვის 6 თვის განმავლობაში 1200 ლარი, თვითდასაქმებულებისთვის კი ერთჯერადი დახმარებოს სახით 300 ლარის გამოყოფით; მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო ამ პროცესში დამსაქმებლისათვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება (1500-მდე 750 ლარის საშემოსავლო) და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გაორმაგება. მშვიდობიანად ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღემდე და მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 15 ივნისიდან ქვეყანა იწყებს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ხოლო 1 ივლისს უცხოელი ტურისტის მიღებას. საერთაშორისო დონეზეა აღიარებული რომ საქართველო სამაგალითოდ უმკლავდება ეპიდ გამოწვევას და ამ ფონზე გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში”,- წერს იურისტი.

იმ ადამიანებს კი, ვინც მეგრელიშვილის თქმით, ამ ბრძოლაში ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს და ქვეყნის რეპუტაციის შელახვითაა დაკავავებული, იურისტი ასე მიმართავს – არჩევნების დროს მიღებულ შედეგებზე პრეტენზია არ გქონდეთ.