ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

0
191

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიგრაციის და ლტოლვილების საქმეთა ფედერალურმა უწყებამ ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიიღო. ჟურნალთან საუბარში ხანგოშვილის ცოლმა და მისი 4 შვილის დედამ განაცხადა, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ უახლოეს მომავალში ექიმად მუშაობას ისევ შეძლებს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია.