სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა სოფლების სიაში მოხვდა

0
255

დაბა/სოფელი სტეფანწმინდა, რომელიც საქართველოში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა სოფლების სიაში მოხვდა. რეიტინგი უცხოურმა ვებ-პორტალმა Thrillist-მა შეადგინა.

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე იშვიათად გვხვდება ასეთ ჰარმონიაში. ამ სოფელში ყველას განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მთა, რომელზეც გერგეტის წმინდა სამების ტაძარი დგას. ეს ტაზარი მე-14 საუკუნისაა და მის უკან მოსჩანს თოვლით დაფარული ყაზბეგის მთის მწვერვალი“ – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ტურისტები ასევე განსაკუთრებით იხიბლებიან ყაზბეგის ნაციონალური პარკის სილამაზით, სადაც ულამაზესი მთის ტბა და ჩანჩქერებია.