ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ხდება

0
264

ევროკავშირის კანონმდებლები ევროპის სახალხო პარტიიდან ზაგრებში იკრიბებიან, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ დოულის მემკვიდრე აირჩიონ.

ცოტა ხნის წინ, ჯოზეფ დოულმა „ტვიტერზე“ გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა.

„დამძიმებული გულით ვდგავარ თქვენს წინაშე, გარშემორტყმული ჩემი მეგობრების მიერ, ვასრულებ რა ევროპული თავგადასავლის 20 წელიწადს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიბრძოდით ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და ჩვენი ხალხის დასაახლოებლად“,-წერს დოული.

ცნობისთვის, პოლონელი დონალდ ტუსკი, ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი.