მონეტარული პოლიტიკა ადრე რომ გაგვემკაცრებინა, ამას შეიძლება ეკონომიკური ზრდის შემცირება მოჰყოლოდა – კობა გვენეტაძე

0
265

ვფიქრობ, გადაწყვეტილებები დროულად მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკა ადრე რომ გაგვემკაცრებინა, ამას შეიძლება ეკონომიკური ზრდის შემცირება მოჰყოლოდა, – ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კრიტიკას, რომ სებ-მა ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა.

გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი თანმიმდევრულია მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში.

„ინფორმაცია, რომელიც იმ დროს არსებობდა, არ მოასწავებდა, რომ ინფლაციის აქსელერაცია შეიძლება მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკა ადრე რომ გაგვემკაცრებინა, ამას შეიძლება მოჰყოლოდა ეკონომიკური ზრდის შემცირება და ახლა სწორედ ამაზე იქნებოდა კომენტარი, რომ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად საფუძვლიანია“, – აღნიშნა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.