უკრაინის პრეზიდენტი სიმპატიური ადამიანი ჩანს – პუტინი

0
189

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმერ ზელენსკისთან.

„რა ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან? არანაირი! არასდროს არ მინახავს, არ ვიცნობ მას, ტელეფონით ველაპარაკეთ. მე მგონი, ის სიმპატიური და გულწრფელი ადამიანია“, – განაცხადა პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე „რუსეთი იძახის!“ გამოსვლისას.

პუტინმა აღნიშნა, რომ მას ჰგონია, რომ ზელენსკი „მიილტვის უკრაინაში სიტუაციის გაუმჯობესებისკენ“. მისივე თქმით, რუსულ-უკრაინული ურთიერთობების დალაგება სრულიად კიევზეა დამოკიდებული.