ლარი კვლავ გაუფასურდა

0
234

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9776 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2956 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2917 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0039 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.