“მთავარ არხს” გიორგი რურუას სასამართლო პროცესის ტრანსლირების უფლება მისცეს

0
320

მოსამართლემ გვარამიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “მთავარ არხს” რურუას სასამართლოს სხდომის ტრანსლირების უფლება მისცა.

ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა, “მთავარ არხს” მისცემოდა უფლება სასამართლო სხდომის ჩაწერა სრულად განეხორციელებინა.

მისი თქმით, მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა და მნიშვნელოვანია, მათი არხიდან გაიგოს საზოგადოებამ იყო თუ არა ის შეიარაღებული.

გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კანონით ევალება სხდომის ჩაწერა, არანაირი ლეგიტიმური ინტერესი არ აქვს ამ საქმეზე. ამიტომ, სინდისი რომ ჰქონდეს უნდა გავიდნენ დარბაზიდან და მთავარ არხს დაუთმობდნენ ჩაწერის უფლებას.

მოსამართლემ ნიკა გვარამიას მოთხოვნა დააკმაყოფილა და მთავარ არხს გიორგი რურუას საამის განხილვის უფლება მისცა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომან ხორავამ, გიორგი (ჟორჟიკა) რურუას აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმის განხილვა დაიწყო.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.