გაერთიანებული ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროკურატურის შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაადეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს საგამოძიებო უწყების ჭიშკართან, მთელ პერიმეტრზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.