თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

0
208

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 ოქტობრის №348 განკარგულებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა.

განკარგულების მიხედვით, საბურთალოს რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე უსახელო ქუჩას მსახიობის, მომღერლის გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა.

შეგახსენებთ, მომღერალი 2018 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა.