თბილისში ცნობილი ნეიროქირურგი სცემეს

0
181

პაციენტის ოჯახის წევრმა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმს, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს სცემა. ინციდენტი 19 ნოემბერს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს, რომელსაც  მაღალაშვილმა ოპერაცია გაუკეთა, ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა. ამ დროს საავადმყოფოში პაციენტის ცოლი და ოჯახის ახლობლები შეიჭრნენ და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პაციენტი ამჟამად უკვე გამოსულია ნარკოზიდან და ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას/ძალადობას გულისხმობს.