თუ იქნება ბლოკირება, მოხდება შესაბამისი რეაგირება – კახა კალაძე დაანონსებულ აქციებზე

0
166

აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ რომელიმე უწყების ბლოკირება მოხდება, შესაბამისი სამსახურებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. მთავარია, ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. ვერავინ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, თუ იქნება ბლოკირება, შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.