პარლამენტში სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები ცნობილია

0
173

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

კახიანის განმარტებით, ვინ დაიკავებს პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებს, უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გუნდი პოზიციას შეაჯერებს.

„კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტითაც გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდულები. ეს არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.