გიორგი კახიანი – ოპოზიციას პიკეტირებას არ ვურჩევდი, ეს მათთვის არ იქნება მომგებიანი

0
196

ოპოზიციას პიკეტირებას არ ვურჩევდი, ეს მათთვის არ იქნება მომგებიანი, რადგან ასეთი მოქმედებებით, თავის კიდევ უფრო მეტ მარგინალიზებას მოახდენენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და მის ფუნქციონირებას პრობლემა არ უნდა შეექმნას.

„პარლამენტი ისე იმუშავებს, როგორც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ნებისმიერ მოქალაქეს და პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა აქვთ, პროტესტი გამოხატონ, თუმცა ეს კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისი ზომები მიიღოს, როგორც ერთხელ ეს უკვე მოხდა. იმედი მაქვს, მსგავსი რამ არ მოხდება, თუმცა თუ საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, პარლამენტმა იფუნქციონიროს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ 25 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქცია, ხოლო 26 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირება დაანონსა.