გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილს ლექციიაზე თავს დაესხნენ და მოკლეს.
ინციდენტი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ფრიც ფონ ვაიცზეკერი ლექციას ატარებდა. ის ამავე კლინიკის მთავარი ექიმი იყო.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ლექციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა მასაც მძიმე ჭრილობები მიაყენა.
ბოროტმოქმედი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.