აქციაზე დაკავებულების პროცესი დღეს განახლდება

0
186

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. ისინი სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ.

განხილვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ, შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. 37 ადამიანის საქმეს ერთი მოსამართლე – ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.