აშშ-ში ბავშვებმა დამალობანას თამაშისას კაცის ცხედარი იპოვეს

0
183

ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერტში ბავშვებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბავშვები დამალობანას თამაშობდნენ, კაცის ცხედარი კი ერთ-ერთმა მოზარდმა იპოვა.

ადგილობრივებმა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, თუმცა მათ გარდაცვლილის ვინაობისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა მაშინვე ვერ შეძლეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. დეტალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.