საქართველოში არის დემოკრატია და ქართველები იმსახურებენ, რომ მათ გამთლიანებული ქვეყანა დაიბრუნონ – კეი ბელი ჰათჩინსონი

0
292

საქართველოში არის დემოკრატია და ქართველები იმსახურებენ, რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, კეი ბელი ჰათჩინსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს.

„ქართველ ხალხს სურს, იყოს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ მათ ამ სურვილის შესრულებაში ვეხმარებით. საქართველოში არის დემოკრატია და ამავე დროს ამ ქვეყნის შემადგენელი ორი ნაწილი ოკუპირებულია რუსების მიერ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა. ქართველები იმსახურებენ, რომ გამთლიანებული ქვეყანა დაიბრუნონ. რუსეთმა უნდა მოუსმინოს ამ ხალხს, რომელთაც აქვთ დემოკრატია”, – განაცხადა ჰათჩინსონმა.