იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

0
179

იტალიაში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, 48 წლის ს.ჯ. ნეაპოლში აიყვანეს. მასზე ძებნა ესპანეთს ჰქონდა გამოცხადებული. დაკავებულს კრიმინალური სამყაროს წევრობა, ქურდობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად, ასევე ეჭვმიტანილია ტერორისტებთან კავშირში.

დაკავებუი ციხეშია გადაყვანილი. დაკავებულის ექსტრადირება შესაძლოა, ესპანეთში მოხდეს.