დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე გახდება

0
208

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარე გახდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ტუსკს ამ თანამდებობაზე 20 ნოემბერს, ზაგრებში დაგეგმილ ყრილობაზე დაამტკიცებენ.

ტუსკი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ იყრის კენჭს.

შეგახსენებთ, რომ პირველ დეკემბერს დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ბელგიის პრემიერ-მინისტრი, შარლ მიშელი ჩაანაცვლებს.