უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა თანამდებობების დატოვების შესახებ ბიუროს ოფიციალურად მიმართეს

0
165

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს ოფიციალურად მიმართეს. მათი მიმართვა ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა.

თამარ ჩუგოშვილი ტოვებს როგორც პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ასევე ხაზინადართა საბჭოსა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს. ვიცე-სპიკერის პოსტს ტოვებს ზვიად ძიძიგური. ამასთან, ვაკანტურია სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც. კერძოდ, თანამდებობებს ტოვებენ ევროინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც არიან თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა და მარიამ ჯაში. სოფო ქაცარავამ უარი საპარლამენტო მანდატზეც თქვა.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს, საგარეო ურთიერთობა კომიტეტში ვაკანტური იქნება პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები, რადგან პოსტებს ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.