აქციაზე დაშავებული 5 ადამიანიდან 3 კლინიკიდან გაწერეს, 2 პოლიციელი კი კვლავ საავადმყოფოში რჩება

0
200

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი კვლავ საავადმყოფოში რჩება.

„გუშინდელი აქციის შედეგად 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 – სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.