პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა

0
176

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დღეს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა. პარლამენტი საკომიტეტო სხდომებისთვის ემზადება. სხდომა 12:00 საათზე გაიმართება. მას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაესწრებიან.

გუშინდელი აქციის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი გახსნილია, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რჩებიან სამართალდამცველები და დაცვის თანამშრომლები.

სიმშვიდეა როგორც პარლამენტის უკანა ეზოში, ისე რუსთაველის გამზირზეც. პარლამეტთან ამ დრომდე რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი. ტროტუარზე გაშლილია რამდენიმე კარავი. პროტესტის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და აქციას დღეს, 19:00 საათზე აანონსებენ.