მაიკ პომპეო: მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა კანონიერია

0
203

ამერიკის შეერთებული შტატები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლების მიმართ პოზიციას ცვლის და მიაჩნია, რომ ამ დასახლების არსებობა კანონიერია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.

პომპეოს თქმით, დასავლეთ სანაპიროს სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.

„დღეს ვაღიარეთ რეალიები, რომლებიც ადგილზე არსებობს, რომ დასახლება არ არის არაკანონიერი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.