ხატია დეკანოიძე – ივანიშვილს ჰქონდა კვლევის შედეგები და აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი

0
447

ივანიშვილს ჰქონდა თავისი კვლევის შედეგები და აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი, – ასე შეაფასა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.

დაკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება მოქალაქეებთან დაპირისპირების ფონზე.

„რასაც ვამბობდით ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ივანიშვილმა დადგა ფარსი – ე.წ. მაჟორიტარების აჯანყება, ხომ აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ჰქონდა თავისი კვლევის შედეგები და ფაქტია, რომ 23-პროცენტიანი „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი ჯამურად შეადგენს 41 პროცენტს. ასევე, გადაუწყვეტელი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია და ასეთი ადამიანები ყოველთვის შედიან ოპოზიციური ხმების კალათაში.

ივანიშვილი ცდილობს, გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება მოქალაქეებთან დაპირისპირების ფონზე. გულწრფელად გეტყვით, ნებისმიერი კონფიგურაციითაც კი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს აუცილებლად წააგებს და აუცილებლად ჩამოსცილდება ხელისუფლებას. ჩვენ გვჭირდება პრინციპულობა, ძალიან მყარი პოზიციები და ერთიანობა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – აცხადებს ხატია დეკანოიძემ.