თურქეთში 133 სამხედროს დაკავების ორდერი გასცეს

0
206

თურქეთში, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 133 სამხედრო პირის დაკავების ორდერი გასცეს.

შეგახსენებთ, რომ ფეთჰულაჰ გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი წლის შემდეგ, დაკავებულია 77 ათასი ადამიანი, 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რის გამოც, ანკარას საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად აკრიტიკებს.